ავტორიზაცია

კილიან მბაპე: ნიღბით თამაში საშინელებაა

კილიან მბაპე: ნიღბით თამაში საშინელებაა
თარიღი 01 ივლ 2024, 17:26
კილიან მბაპემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრიასთან მატჩში, კევინ დანსოსთან შეჯახებისას ცხვირი გაიტეხა, რის გამოც ნიღბით თამაში უწევს.

"ნიღბის ტარება სრული კატასტროფაა. როგორც კი საშუალება მომეცემა, მას მაშინვე მოვიხსნი. ეს მოსაწყენია.

თავდაპირველად, თავი 3D-ში მეგონა. ხალხის დანახვა შემიძლია, მაგრამ მეგონა, რომ მე არ ვთამაშობდი.

არ ვგრძნობდი, რომ ცხვირი გატეხილი მქონდა, მაგრამ როცა ავსტრიის მეკარის სახე დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. შემდეგ სარკეში ჩავიხედე და ვიფიქრე, რომ ცუდი რამ დამემართა.

არ მეშინია, რომ ცხვირზე ვინმე შემეხება, რადგან ის უკვე გატეხილია და უარესი ვერაფერი მოუვა (იცინის)" - განაცხადა ფრანგმა.

დღეს, 20:00 საათზე საფრანგეთი ევრო 2024-ის მერვედფინალში ბელგიას დაუპირისპირდება.