ავტორიზაცია

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს უჩივლებს

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს უჩივლებს
თარიღი 19 ივლ 2024, 16:10
კილიან მბაპეს დედის, ფაიზა ლამარის თქმით, ფრანგი ვარსკვლავი პარი სენ-ჟერმენს უჩივლებს, თუ ისინი ფეხბურთელს ვალს არ დაუბრუნებენ.

ESPN-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის ჩემპიონებს კილიანისთვის €80 მილიონის გადახდა მართებთ - ბონუსების სახითა და ასევე 2024 წელს გადავადებული 2 თვის ხელფასი.

"თუ სხვა გზა არ გვექნება, დიახ, რა თქმა უნდა, პსჟ-ს ვუჩივლებთ. ვიმედოვნებ, იმ კონტრაქტის პირობები, რომელიც 2 წლის წინ გავაფორმეთ, შესრულებული იქნება.

რეალურად, არავინ იცის, რა მოხდა - არც მე და არც პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა, რადგან 2 წლის განმავლობაში, ერთი გამონაკლისის გარდა, კილიანი და პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფის ერთმანეთს მარტო ხვდებოდნენ.

კილიანმა კლუბს თებერვალში განუცხადა, რომ მიდიოდა, მაგრამ გუნდს მაინც ეხმარებოდა,"
- უთხრა ლამარიმ Le Parisien-ს.

როგორც ESPN-ი იტყობინება, პარი სენ-ჟერმენი მბაპესთვის ამ თანხის დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მისი წასვლის ანაზღაურება უნდა.