ავტორიზაცია

კილიან მბაპე: სეზონის სტარტზე პარი სენ-ჟერმენიდან მითხრეს, რომ აღარ ვითამაშებდი

კილიან მბაპე: სეზონის სტარტზე პარი სენ-ჟერმენიდან მითხრეს, რომ აღარ ვითამაშებდი
თარიღი 04 ივნ 2024, 19:45
კილიან მბაპემ მადრიდის რეალში ტრანსფერის გაოფიცალურების შემდეგ პარი სენ-ჟერმენში არსებული სიტუაცია გაიხსენა.

"სეზონის სტარტზე პსჟ-დან მითხრეს, რომ აღარ ვითამაშებდი. ლუიშ კამპუშმა და ლუის ენრიკემ გადამარჩინეს.
 
ახლა მშვიდად ვარ. რეალში დიდი თავმდაბლობით მოვედი. ეს უდიდესი კლუბია. მინდა, ფლორენტინო პერესს მადლობა გადავუხადო - ის პირველივე დღიდან მენდობოდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რაც ჩემს სახეზე ჩანს... და ბედნიერი ფეხბურთელი უკეთესად თამაშობს. ჩემი ოცნების კლუბისთვის ვითამაშებ და აქ მინიმუმ 5 წელი ვიქნები," - განაცხადა ფრანგმა.

რეალმა მბაპეს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა. კილიანმა მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.