ავტორიზაცია

კილიან მბაპემ მადრიდში სახლი იყიდა, რომლის ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს

კილიან მბაპემ მადრიდში სახლი იყიდა, რომლის ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს
თარიღი 24 მაი 2024, 10:52
ცოტა ხნის წინ, ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "პსჟ"-ს დატოვებს.

25 წლის ფეხბურთელის მადრიდის "რეალში" ზაფხულის ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება. 

როგორც La Razon იუწყება, მბაპემ სამშაბათს მადრიდში სახლი იყიდა. როგორც ცნობილი გახდა, ფრანგმა 18 მილიონი ევრო გადაიხადა. 

აღნიშნულია, რომ მბაპეს ახალი სახლი მადრიდის რეალის ბაზასთან ახლოს მდებარეობს. მანქანით მისვლას კი მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპეს ახალი სახლის გვერდით მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტნის, სერხიო რამოსის სახლია.