კილიან მბაპემ პსჟ-ს სასამართლოში უჩივლა
მადრიდის რეალის შემტევმა, კილიან მბაპემ პსჟ-ს სასამართლოში უჩივლა და ყოფილი კლუბისგან 55 მილიონ ევროს ითხოვს.
25 წლის ფრანგი ვარსკვლავის იურისტები პარიზული კლუბისგან დავალიანების გადახდას მოითხოვენ — 36 მილიონი ევრო კონტრაქტის გაფორმების ბონუსი, ხოლო 19 ევრო ბოლო სამი თვის ხელფასი.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელა.