ავტორიზაცია

კილიან მბაპეს მადრიდის რეალში 3 მეგობარი უკვე ჰყავს

კილიან მბაპეს მადრიდის რეალში 3 მეგობარი უკვე ჰყავს
თარიღი 06 ივნ 2024, 14:30
Diario AS-ის ინფორმაციით, კილიან მბაპეს მადრიდის რეალში მეგობრები უკვე ჰყავს.

25 წლის ფრანგს თანამემამულეებთან - ედუარდო კამავინგასთან და ორელიენ ჩუამენისთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამასთან, წყაროს ცნობით, კილიანი ვინისიუს ჟუნიორს დაუმეგობრდა.

მბაპეს „ლოს ბლანკოსში“ ტრანსფერი უკვე გაოფიციალურდა. ის მადრიდულ კლუბს პარი სენ-ჟერმენიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.