ავტორიზაცია

კიმიხი ბაიერნის დატოვებასთან ახლოს არის

კიმიხი ბაიერნის დატოვებასთან ახლოს არის
თარიღი 03 Mar 2025, 18:22
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იოზუ კიმიხი, სერიოზულად ფიქრობს კლუბის გამოცვლას. გერმანელ მოთამაშეს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამ დრომდე, მის გახანგრძლივებაზე კლუბი და ფეხბურთელი ვერ თანხმდებიან.

აქედან გამომდინარე სხვა კლუბები გააქტიურდნენ და კიმიხის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ, უკვე დიდი ხანია იოზუას მიმართ ინტერესს ბარსელონა გამოხატავს. ასევე ფეხბურთელის დამატების სურვილი ორმა ინგლისურმა კლუბმა, არსენალმა და ლივერპულმა გამოთქვეს.

ორივე ინგლისური კლუბს სჭირდება მაღალი დონის ჩამშლელი და კიმიხი იდეალური ვარიანტია. რთული სათქმელია რამდენად ენდომება თავად იოზუას ბრიტანეთში გადაბარგება, გერმანელი ფეხბურთელი ბარსელონაში თამაშის სურვილს არ მალავს და იმედია აქვს, რომ სამომავლოდ კვლავ ჰანსი ფლიკთან იმუშავებს.