ავტორიზაცია

King of Drift 2024-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული მევლუდ მელაძე გახდა

King of Drift 2024-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული მევლუდ მელაძე გახდა
თარიღი 21 აპრ 2024, 20:37
დღეს, ლილო არენაზე სტარტი აიღო King of Drift-ის 2024 წლის სეზონმა და პირველი ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველი ეტაპის გამარჯვებული გასული სეზონის ჩემპიონი, მევლუდ მელაძე გახდა - მან ფინალში სანდრო ფოფხაძე დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი მათე როჭიკაშვილმა დაიკავა.

King of Drift-ის 2024 წლის სეზონზე ლილო არენაზე ჯამში 5 ეტაპი გაიმართება - მეორე ეტაპი 18-19 მაისს ჩატარდება.