ავტორიზაცია

King of Drift 2024-ის პირველი ეტაპის კვალიფიკაცია დათო ჭეიშვილმა მოიგო

King of Drift 2024-ის პირველი ეტაპის კვალიფიკაცია დათო ჭეიშვილმა მოიგო
თარიღი 20 აპრ 2024, 22:56
დღეს ლილო არენაზე სტარტი აიღო King of Drift 2024-ის სეზონმა და პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა.

კვალიფიკაციაზე დათო ჭეიშვილმა 86 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე კი 84,3 ქულით მევლუდ მელაძე გავიდა.

პირველი ეტაპის კვალიფიკაციის ათი საუკეთესო შედეგი:

1) დათო ჭეიშვილი - 86 ქულა
2) მევლუდ მელაძე - 84,3 ქულა
3) შალვა აჯიაშვილი - 79 ქულა
4) ჯეიჰუნ სულეიმანოვი - 77 ქულა
5) ბაჩო კალმახელიძე - 75,3 ქულა
6) მათე როჭიკაშვილი - 75 ქულა
7) გიორგი ჯავახაძე - 71,7 ქულა
8) გიორგი კოდუა - 70,7 ქულა
9) გიორგი მოსეშვილი - 67,3 ქულა
10) ლევანი გელაშვილი - 66,7 ქულა

King of Drift 2024-ის პირველი ეტაპის ოფიციალური გახსნა ხვალ ლილო არენაზე 14 საათზე დაიწყება, ხოლო რბოლა სტარტს 14:30-ზე აიღებს.