კიოლნს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"კიოლნმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრიდჰელმ ფუნკელის დანიშვნა დაადასტურა.
67 წლის სპეციალისტის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
აქამდე, "კიოლნმა" მარკუს გისდოლი დაითხოვა, ვისი ხელმძღვანელობის ქვეშაც "თხებმა" ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.
ამ დროისთვის, "კიოლნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.