კლასიკო დე იონგის გარეშე? ბარსელონას საკვანძო ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო

„სელტასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში „ბარსელონამ“ ფრენკი დე იონგი დაკარგა.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დაზიანება პირველ ტაიმში მიიღო და 36-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, პირველმა კვლევებმა აჩვენა, რომ დე იონგის ტერფის პრობლემა საკმაოდ სერიოზული იქნება. შესაძლოა, ფეხბურთელი მოედანზე ნოემბრამდეც ვერ გავიდეს.
თუმცა, ზუსტ დიაგნოზამდე ნიდერლანდელი კიდევ მინიმუმ ერთ გამოკვლევას ჩაიტარებს და ამის შემდეგ იქნება ცნობილი, ზუსტად რა სახის ტრავმასთან აქვს საქმე „ბარსელონას“ ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერს.

ცუდი პროგნოზები თუ გამართლდა და დე იონგს მართლაც 4-6 კვირა გაუცდა, მაშინ ის ოქტომბრის ელ კლასიკსო გამოტოვებს.