ავტორიზაცია

კლაუდიო ბრავო: ბარსელონაში პატარა კლუბივით მუშაობენ, სიტიში კი - პირიქით

კლაუდიო ბრავო: ბარსელონაში პატარა კლუბივით მუშაობენ, სიტიში კი - პირიქით
თარიღი 24 Aug 2024, 01:31
ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის ყოფილი მეკარე, კლაუდიო ბრავო ხსენებულ ორ კლუბს ერთმანეთს ადარებს.

"ბარსა პატარა კლუბივით მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონეზე გიგანტია. რეალ მადრიდი და ბარსელონა პოპულარობით უდიდესი კლუბები არიან... ბარსა გიგანტურია, მაგრამ შიგნით - ძალიან პატარა. იქ ცოტა ადამიანია დასაქმებული და ყოველთვის ნაცნობ სახეებს შეხვდებით: ფეხბურთელებს, შტაბს, დაცვის 3-4 წარმომადგენელს, მზარეულს და ა.შ...

საპირისპიროდ, მანჩესტერ სიტიში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. იქ გიგანტური კლუბივით მუშაობენ და რესურსი ულიმიტოა: ხალხი აუზში, გასახდელში, მედიასივრცეში, დარბაზში - გუნდში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს. ეს ყველაფერი ფეხბურთელებს განვითარების საშუალებას აძლევს და მათ არაფერი აკლიათ. იქ საუკეთესო ფიზიოთერაპევტი და ფიტნესმწვრთნელია, თანაც, არაერთი. სამედიცინო ზონაში 20 საკაცეა და არა - 5. მოთამაშეს 2-3 ექიმი ჰყავს," - განაცხადა ჩილელმა.

ბრავო ბარსელონაში 2014-2016 წლებში თამაშობდა, სიტიში კი 2016-2020 წლები გაატარა. მომდევნო 4 წელი კლაუდიო ბეტისის ღირსებას იცავდა, ამჟამად კი 41 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა.