ავტორიზაცია

კლაუდიო პისარომ საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა

კლაუდიო პისარომ საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
თარიღი 07 Jul 2020, 14:12
„ვერდერის" ვეტერანმა ფორვარდმა, კლაუდიო პისარომ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ბოლო ოფიციალური მატჩები პისაროსთვის ბუნდესლიგაში დარჩენის პლეი-ოფი აღმოჩნდა, რომელშიც მისი გუნდი „ჰაიდენჰაიმს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, გასვლაზე გატანილი გოლის ხარჯზე, უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ამ შეხვედრებში პისარო სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მოედანზე არ გასულა.

მეორე მატჩის შემდეგ, „ვერდერის" ფეხბურთელებმა ბუნდესლიგაში დარჩენა აღნიშნეს და პისარო ჰაერში რამდენჯერმე აისროლეს.

თავისი კარიერის მანძილზე, პერუელი თავდამსხმელი „ბაიერნში", „ჩელსიში" და „კიოლნში" თამაშითაც იყო ცნობილი.