კლაუდიო რანიერის თანამდებობის დატოვება ემუქრება

„უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინონ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის ძიების პროცესი უკვე დაიწყო.
ეს საკითხი „ნორვიჩთან“ (0:3) წაგების შემდეგ დაჩქარდა, რომლის გამოც „უოტფორდი“ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.
რანიერიმ „ონავრები“ გასული წლის 4 ოქტომბერს ჩაიბარა და კონტრაქტი 2 სეზონით გააფორმა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა, 11 მატჩი დათმო და 1-ხელ დამარცხდა.