ავტორიზაცია

კლეი ტომპსონი ფილადელფიაში

კლეი ტომპსონი ფილადელფიაში
თარიღი 24 მაი 2024, 21:17
ჯოელ ემბიდს კვლავ წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, კამერუნელი კალათბურთელის გუნდი "ფილადელფია 76" - ი ისევ ცუდად გამოვიდა პლეიოფში და ნიუ - იორკ ნიქსთან დამარცხდა. პენსილვანიელები უკვე რამდენიმე წელია ვერ ახერხებენ სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ფილას ლიგის ერთ - ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს ჯოელ ემბიდს სახით, ასევე ძლიერი მწვრთნელი ნიკ ნურსი, რომელმაც ერთხელ უკვე მოახერხა ბეჭდის მოგება ტორონტო "რეპტორსთან" ერთად.

ფილადელფია დიდი ალბათობით გაუშვებს ტობაიას ჰარის, რომელსაც კონტრაქტი უმთავრდება და მიმდინარე ფლეიოფში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ამით ნურსის გუნდს სახელფასო ჭერი გამოენთავისუფლა, რითიც ფილადელფიას აქვს კარგი მოთამაშის დამატების შანსი.
ყველაზე პრობლემატური პოზიცია ამ წუთისთვის 2 ნომერია და სწორედ ამ პრობლემის ამოვსებას შეეცდება პენსილვანიური კლუბი.
ემბიდს გუნდის რადარზე ორი მოთამაშე გამოიკვეთა, კლეი ტომპსონი და დონოვან მიჩელი, მიჩელი ერთ - ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იქნება ზაფხულში, ჯერ უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკელი მოთამაშე.

ტომპსონს რაც შეეხება კლეის,საუკეთესო წლებმა ჩაიარა მძიმე ტრამვების გამო; "გოლდენის" კალათბურთელმა დიდი რეგრესი განიცადა, მაგრამ მაინც ითხოვს მაქსიმალურ კონტრაქტს, რომელსაც მისი მოქმედი კლუბი მას ვერ აძლევს, ამ სიტუაციის გამოყენება ფილადელფიას სურს და იმედი აქვს, რომ კლეი ტომპსონის დაყოლიებას მოახერხებს. ფილას გარდა ტომპსონის დამატებით ორლანდო " მეჯიქი " ინტერესდება.