კლევერლი: ''ჩაკვეტაძეს მოედანზე მალე ველოდებით''
უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი სათამაშოდ მალე დაბრუნდება. მომდევნო ტურში მისი განაცხადში ყოფნის შანსი არსებობს. გიორგის ინდივიდუალურ ვარჯიშს დავაკვირდებით, რის შემდგომაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ."
ჩაკვეტაძემ ზურგის დაზიანება ჩემპიონშიპის ბოლო ტურში მიიღო. უოტფორდი მომდევნო შეხვედრას ნორვიჩთან, 21 სექტემბერს გამართავს. ამ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობას მიიღებს თუ არა, უახლოეს საათებში გაირკვევა.