კლოპი: "პენალტების სერიის მიმდინარეობისას ისე ვნერვიულობდი, ფრჩხილები აღარ შემრჩა"
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ინგლისის თასის მოგების შემდეგ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა ტურნირის ფინალში "ჩელსი" (0:0, 6:5 პენ.) დაამარცხეს.
"გამორჩეული, წარმოუდგენელი, დაძაბული მატჩი იყო. მათაც შეეძლოთ გამარჯვება დაემსახურებინათ, როგორც ლიგის თასის ფინალში - კლუბებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა".
"ადრეული ცვლილებების, აგრეთვე თავდაუზოგავი ბრძოლის ფონზე, ჩემი ბიჭებით ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, ვირჯილი კარგადაა, მაგრამ კუნთი დაიზიანა".
"განიავებული კარგი მომენტები, "ჩელსის" მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების მოგერიება, ეს ყველაფერი ჩვენთვის დასრულდა კარგად".
"პენალტების სერიაში ვნერვიულობდი. ფრჩხილები აღარ მაქვს. "ჩელსის" ვუთანაგრძნობ - მეორედ ატარებ 120 წუთს და ვერაფერს იღებ. თუმცა, ჩვენს გამო ძალიან გახარებული ვარ".
"ფსიქოლოგიურად მონსტრები ვართ, მაგრამ "არისტოკრატთა" რიგებშიც თამაშობდნენ ასეთები - ყველაფერი ერთმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. "ჩელსიმ" გამორჩეული თამაში ჩაატარა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული ერთია და დღეს ჩვენ მოვიგეთ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC-ი.