ავტორიზაცია

კლოპი სალაჰისადმი ბარსელონასა და რეალის ინტერესს გამოეხმაურა

კლოპი სალაჰისადმი ბარსელონასა და რეალის ინტერესს გამოეხმაურა
თარიღი 24 Jan 2021, 19:50
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰისადმი "ბარსელონასა" და "რეალის" ინტერესზე განცხადება გააკეთა.

"არა მგონია, ეს გუნდზე ძლიერ გავლენას ახდენდეს. ნორმალური სიტუაციაა მსოფლიო ფეხბურთითვის. უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამბობენ".

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვითარებამ "ლივერპულს" სეზონი ჩაუშალოს", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.

2020/21 წლების სეზონში სალაჰმა "ლივერპულის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 28 წლის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს.