კლოპმა და ფლიკმა მოაგროვეს ხმების ერთნაირი რაოდენობა - რატომ იურგენი და არა ჰანსი?
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად ფიფას ვერსიით დასახელდა "ლივერპულის" სპეციალისტი, იურგენ კლოპი.
გერმანელმა ტაქტიკოსმა აჯობა თავის თანამემამულე კოლეგას მიუნხენის "ბაიერნიდან", ჰანს-დიტერ ფლიკს და "ლიდსის" დამრიგებელს, მარსელო ბიელსას.
საინტერესო ფაქტი - მერსისაიდელთა და "რეკორდმაისტერის" მწვრთნელებმა საერთო ჯამში ქულების ერთნაირი რაოდენობა მოაგროვეს: 24-24.
ისმის კითხვა - რატომ დასახელდა საუკეთესოდ "წითლების" ალემანელი სპეციალისტი და რატომ არ გადანაწილდა ეს ჯილდო ორ დამრიგებელზე?
საქმე ისაა, რომ კლოპმა უფრო მეტი ხმა მიიღო ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისგან, ვიდრე კაპიტნებისგან, ფლიკმა კი პირიქით, ეროვნული გუნდების კაპიტნებისგან.
ასეთ ვითარებაში პრიორიტეტი ენიჭება ნაკრებების სპეციალისტების ხმას, რა კომპონენტშიც იურგენმა ჰანს-დიტერი დაჯაბნა.