კლოზემ შესაძლოა ფორტუნა დიუსელდორფი გაწვრთნას
"ბაიერნის" თავკაცის ასისტენტი, მიროსლავ კლოზე შეიძლება მთავარი მწვრთნელი გახდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
ასე და ამგვარად, არ არის გამორიცხული, ვეტერანმა მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე დიუსელდორფის "ფორტუნა" ჩაიბაროს. მისი მიწვევა დირექტორ კლაუს ალოფსს სურს, რომელიც აქამდე "ვერდერში" მუშაობდა, სადაც კლოზე ირიცხებოდა.
გერმანიის ნაკრების ექს-ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 16 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, აგრეთვე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მუნდიალების ისტორიაში ოთხი მედალი აქვს.