ავტორიზაცია

კლუბი, რომელში გადასვლასთანაც იოვიჩი აინტრახტში დაბრუნებამდე იყო ახლოს

კლუბი, რომელში გადასვლასთანაც იოვიჩი აინტრახტში დაბრუნებამდე იყო ახლოს
თარიღი 24 იან 2021, 17:20
„აიაქსის“ ხელმძღვანელობა ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკა იოვიჩის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

AD-ის ინფორმაციით, ამსტერდამულ კლუბს და „რეალს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის შემდეგაც კლუბმა „ვესტ ჰემიდან“ სერბასტიან ალეს დამატება გადაწყვიტა.

თავის მხრივ, „რეალში“ დარჩენა არც იოვიჩს ეწერა, რომელიც იჯარით თავის ყოფილ გუნდში, ფრანკფურტის „აინტრახტში“ დაბრუნდა, სადაც 3 მატჩში 3 გოლის გატანაც მოასწრო.

გერმანულ გუნდში სერბი ფორვარდი ამ სეზონის დარჩენილ ნაწილს გაატარებს.