კოლო მუანითი ორი გრანდი ინტერესდება
ფრანგული პსჟ-ს ფორვარდი რანდალ კოლო მუანი ზამთარში გუნდს დატოვებს. ფრანგ ფორვარდს მცირე სათამაშო დრო აქვს და მისი სურვილია ახალი გამოწვევები და მეტი სათამაშო პრაქტიკა. არადა პარიზელებმა მუანი აინტრახტიდან 95 მილიონად შეიძინეს.
საფრანგეთის ნაკრების შემტევის მიმართ ინტერესს, ორი იტალიური კლუბი იჩენს, მილანი და იუვენტუსი. ორივე გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს და მუანი მათთვის კარგი დანამატი იქნებოდა. პსჟ-ე თავის ფორვარდსს, 50 მილიონად აფასებს. ორივე იტალიურ გუნდს ფეხბურთელის იჯარით დამატება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით სურს.
26 წლის ფორვარდმა ჩემპიონატში წელს 10 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.