კომოს მორიგი დანამატი
იტალიურმა კომომ, მორიგი დანამატი განახორციელა. ცესკ ფაბრეგასის გუნდი, რომელიც ჩემპიონატში გადარჩენისათვის იბრძვის. გუნდის გაძლიერება სჭირდებოდათ.
ამჯერად, კომომ ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და თავის დროზე ტოტენჰემის ამომავალი ვარსკვლავი დელე ალი დაიმატა. ინგლისელი გამთამაშებელი ბოლოს ევერტონში გამოდიოდა და ზაფხულის შემდგომ თავისუფალი აგენტი იყო.
ესპანელი სპეციალისტის გუნდი ამ წუთისთვის ცხრილის მეთექვსმეტე პოზიციაზე იმყოფება და კალარის მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.