კონფლიქტი მწვრთნელთან და გაწყვეტილი კონტრაქტი - მარსელო ფლუმინენსედან გაუშვეს
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარსელოსა და ფლუმინენსეს შორის გაფორმებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
დღეს, გამთენიისას, გრემიოსთან მატჩში, ფლუს მთავარი მწვრთნელი, მანო მენეზესი მარსელოს მოედანზე შესაყვანად ამზადებდა და მითითებებს აძლევდა, რის მოსმენაზეც ლეგენდარულმა ბრაზილიელმა უარი თქვა. ამის შემდეგ, მენეზესმა ის სათადარიგოთა სკამისკენ გააბრუნა.
მარსელო სწორედ ფლუმინენსეს აღზრდილია. მან კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის რეალში გაატარა, მშობლიურ კლუბში კი 2023 წელს დაბრუნდა. ახლა ბრაზილიელი თავისუფალი აგენტია.