ნაპოლის მნიშვნელოვანი მატჩების წინ ტრავმის გამო კიდევ ორი ფეხბურთელები გამოაკლდა

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურისთვის ემზადება, სადაც იტალიური კლუბის მეტოქე დანიური კოპენჰაგენი იქნება. გუნდები ერთმანეთს 21 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდებიან.
ამ შეხვედრას "პარტენოპეი" სერიოზული დანაკლისით ხვდება, იმის გარდა, რომ გუნდს ალექს მერეტი, კევინ დე ბრუინი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ბილი გილმორი და დავიდ ნერესი აკლიათ, ამ სიას კიდევ ორი ფეხბურთელი ამირ რაჰმანი და მატეო პოლიტანოც დაემატნენ.
კოსოვოელი ცენტრალური მცველი მინიმუმ ორ კვირას იუქმებს, ხოლო იტალიელი ვინგერის ტრავმა ბევრად მძიმეა, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 1 თვე ვერ დაეხმარება.

