ავტორიზაცია

კონტემ ნაპოლის ორი მცველის დამატება მოსთხოვა

კონტემ ნაპოლის ორი მცველის დამატება მოსთხოვა
თარიღი 14 ივნ 2024, 11:59
"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. 

სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას ორი მოთამაშის ტრანსფერი მოსთხოვა - მარჯვენა მცველი ამარ დედიჩი და მარცხენა მცველი ლეონარდო სპინაცოლა, ამის შესახებ ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება. 

21 წლის ბოსნიელი შესაძლოა გახდეს ჯოვანი დი ლორენცოს შემცვლელი, რომელიც "ნაპოლის" დატოვებას გეგმავს. 

რაც შეეხება 31 წლის იტალიელს, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება ხელმისაწვდომი.