ავტორიზაცია

კონტემ ტრავმის გამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა

კონტემ ტრავმის გამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა
თარიღი 28 Nov 2025, 13:58
ნაპოლიმ ტრავმის გამო ამ ჯერად ბილი გილმრი დაკარგა, რომელსაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება. 24 წლის ფეხბურთელს ოპერაცია პუბალგიაზე (რბილი ქსოვილის დაზიანება მუცლის ქვედა ნაწილში) ჩაუტარდება, რის გამოც საკმაოდ დიდხანს იუქმებს.

პირველადი ინფორმაციით, გილმორი 2 თვემდე იუქმებს, რაც ანტონიო კონტეს ახალ თავის ტკივილს უჩენს. შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ კიდევ ორ ნახევარცმველს ზამბო ანგისასა და კევინ დე ბრუინს, შესაბამისად, ნაპოლის შუახაზში დიდი პრობლემები აქვს.