კონტრაქტის პირობები ცნობილია — დიეგო კოშტა ახალ გუნდში გადადის

ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა "ატლეტიკო მინეიროში" გადასვლასთან ახლოს არის, იტყობინება Goal.com.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, 32 წლის შემტევმა ბრაზილიურ კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
როგორც აღინიშნება, დიეგო კოშტა 3 მილიონ დოლარიან ხელფასზე გათვლილ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მოგეხსენებათ, გამოცდილი ფორვარდი 2021 წლის იანვრის შემდეგ თავისუფალი აგენტია, როცა "ატლეტიკო" დატოვა.
2020/21 წლების სეზონში დიეგო კოშტამ მადრიდული კლუბის მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.