კოპა ამერიკა: არგენტინა 🆚 პერუ | მატჩისწინა მიმოხილვა
დღეს, თბილისის დროით 04:00 საათზე, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში არგენტინა პერუს დაუპირისპირდება.
პერუ 0-2 არგენტინა - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2023)
არგენტინა 1-0 პერუ - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2021)
პერუ 0-2 არგენტინა - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2020)
არგენტინა 0-0 პერუ - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2017)
პერუ 2-2 არგენტინა - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2016)
- არგენტინამ პერუ კოპა ამერიკაზე ბოლო 2 მატჩში ისე დაამარცხა, რომ გოლი არ გაუშვია (2004 წელს 1-0, 2007 წელს კი 4-0). თუ "ალბისელესტე" კვლავ მოიგებს, ისინი პერუელებს აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ სამჯერ 1927-1947 წლების (როცა ზედიზედ 7-ჯერ მოუგეს) შემდეგ პირველად მოუგებენ.
- არგენტინას შანსი აქვს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი ამ საუკუნეში მესამედ მოიგოს. წინა ორ შემთხვევაში, როცა არგენტინელებმა ჯგუფში ყველა შეხვედრაში იმარჯვეს, მათ ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავეს (2007 და 2016).
- ლაუტარო მარტინესმა არგენტინის ნაკრების ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა (ამ პერიოდში მან მხოლოდ ეკვადორის კარი ვერ აიღო). მანამდე მას 16-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა.
- არგენტინამ 2024 წლის კოპა ამერიკაზე მეტოქეებს კარში 18-ჯერ დაურტყა - მეტი, ვიდრე A ჯგუფში მყოფმა დანარჩენმა სამმა გუნდმა ერთად (16). ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" მხოლოდ კარში დარტყმებიც კი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე პერუს, კანადასა და ჩილეს კარისკენ დარტყმები.
VAR: გილიერმო პაჩეკო (მექსიკა)
კანადასთან და ჩილესთან მოგებების წყალობით, არგენტინას 6 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე უკვე გასულია. "ალბისელესტეს" სამწვრთნელო შტაბმა, რომელიც დღეს ლიონელ სკალონის გარეშე იქნება (დისკვალიფიკაცია), როტაციას უნდა მიმართოს, რადგან წინ მეოთხედფინალია: ემი მარტინესმა, ენცო ფერნანდესმა, როდრიგო დე პოლმა, კრისტიან რომერომ და სასტარტო შემადგენლობის სხვა წევრებმა, შესაძლოა, დაისვენონ. ლეო მესი კი შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.
საპირისპიროდ, ეს პერუსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. "ორფეროვნებმა" პირველ ტურში ჩილესთან ფრედ ითამაშეს, მეორე ტურში კანადასთან წააგეს, ახლა კი მოქმედი ჩემპიონი უნდა დაამარცხონ, რომ მეოთხედფინალში გავიდნენ. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ კანადა ჩილეს ვერ მოუგებს და A ჯგუფში მე-2 ადგილს ვერ დაიკავებს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერუელები ტურნირს დაემშვიდობებიან.
ხორხე ფოსატის გუნდს მიგელ არაუხო (რომელმაც კანადასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო) და ლუის ადვინკულა (რომელიც ჩილესთან შეხვედრაში დაზიანდა) აკლია. სასტარტოში, შესაძლოა, ცენტრფორვარდი პაოლო გერერო ვიხილოთ, რადგან პერუს გოლები აუცილებლად გასატანი აქვს.
თუ პერუელები მეოთხედფინალში გავლენ, შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევენ - 1997 წლის შემდეგ, ისინი მომდევნო ეტაპზე ზედიზედ 10 ტურნირზე (წლევანდელის გამოკლებით) კვალიფიცირდნენ, 2019-ში ფინალშიც გავიდნენ, 2011 და 2015 წლებში კი მესამე ადგილი დაიკავეს.
ურთიერთშეხვედრები კოპა ამერიკაზე ⤵️
არგენტინა და პერუ კოპა ამერიკაზე ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ (ამ ტურნირზე ისინი ბოლოს 2007 წელს ვენესუელაში შეხვდნენ) - "ალბისელესტემ" 12 მატჩი მოიგო, 3 - "თეთრ-წითლებმა", 2 კი ფრედ დასრულდა. აღნიშნულ მატჩებში არგენტინელებმა 40 გოლი გაიტანეს, პერუელებმა კი - 19.
ბოლო 5 მატჩი (ყველა ტურნირზე):
პერუ 0-2 არგენტინა - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2023)
არგენტინა 1-0 პერუ - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2021)
პერუ 0-2 არგენტინა - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2020)
არგენტინა 0-0 პერუ - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2017)
პერუ 2-2 არგენტინა - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი (2016)
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები ⤵️
არგენტინა: ე. მარტინესი (არმანი); მონტიელი, ოტამენდი, პეცელა, ტალიაფიკო; პარედესი (პალასიოსი), ე. ფერნანდესი (გ, როდრიგესი), ლო სელსო; დი მარია, გარნაჩო, ლა. მარტინესი
პერუ: გალიესე; სანტამარია (აბრამი), სამბრანო, კალიენსი; პოლო, პენია, კარტახენა, კისპე, ლოპესი; ლაპადულა (გერერო), ფლორესი

საინტერესო ფაქტები ⤵️
- არგენტინამ პერუ კოპა ამერიკაზე ბოლო 2 მატჩში ისე დაამარცხა, რომ გოლი არ გაუშვია (2004 წელს 1-0, 2007 წელს კი 4-0). თუ "ალბისელესტე" კვლავ მოიგებს, ისინი პერუელებს აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ სამჯერ 1927-1947 წლების (როცა ზედიზედ 7-ჯერ მოუგეს) შემდეგ პირველად მოუგებენ.
- არგენტინას შანსი აქვს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი ამ საუკუნეში მესამედ მოიგოს. წინა ორ შემთხვევაში, როცა არგენტინელებმა ჯგუფში ყველა შეხვედრაში იმარჯვეს, მათ ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავეს (2007 და 2016).
- ლაუტარო მარტინესმა არგენტინის ნაკრების ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა (ამ პერიოდში მან მხოლოდ ეკვადორის კარი ვერ აიღო). მანამდე მას 16-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა.
- არგენტინამ 2024 წლის კოპა ამერიკაზე მეტოქეებს კარში 18-ჯერ დაურტყა - მეტი, ვიდრე A ჯგუფში მყოფმა დანარჩენმა სამმა გუნდმა ერთად (16). ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" მხოლოდ კარში დარტყმებიც კი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე პერუს, კანადასა და ჩილეს კარისკენ დარტყმები.
მატჩის არბიტრები ⤵️
მთავარი მსაჯი: სესარ რამოსი (მექსიკა)
ასისტენტი: ალბერტო მორინი და მარკო ბისგერა (მექსიკა)
მეოთხე მსაჯი: ალექსის ერერა (ვენესუელა)
VAR: გილიერმო პაჩეკო (მექსიკა)