კოპა ამერიკა: პარაგვაი 🆚 ბრაზილია | პრევიუ
დღეს, თბილისის დროით 05:00 საათზე, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ერთმანეთს პარაგვაი და ბრაზილია დაუპირისპირდებიან.
კიდევ უფრო შემაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ პარაგვაის გატანა მხოლოდ ბრაზილიასთან არ უჭირს - მათ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 3 გოლი შეაგდეს, პირველ ტაიმში კი მეტოქის კარის აღება მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ამ სტატისტიკის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ გარნეროს შეგირდებმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს (2 ფრე, 4 წაგება).
2024 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიამაც ცუდად დაიწყო - 10 დარტყმისა და ბურთის ფლობის 70%-იანი მაჩვენებლის მიუხედავად, დორივალ ჟუნიორის გუნდმა კოსტა რიკასთან მატჩში უგოლო ფრე ითამაშა. სხვა თუ არაფერი, ამ შედეგით "სელესაომ" ამჟამინდელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით წაუგებელი სერია გააგრძელა (2 მოგება, 3 ფრე), მაგრამ ნაკრების ასეთი პერფორმანსი ქომაგებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა და ეჭვები გაუჩინა, ბრაზილიას კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მესამედ გასვლა რამდენად შეუძლია.
პარაგვაი, შესაძლოა, ხასიათის გამოსასწორებლად კარგი მეტოქე იყოს. მათი ბოლო შეხვედრა, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა, "პენტაკამპეონების" გამარჯვებით, 4-0 დასრულდა. ბრაზილიას სურს, დაამტკიცოს, რომ ძლიერია და ამის დემონსტრირებას პარაგვაის წინააღმდეგ შეეცდება. საინტერესოა, დორივალ ჟუნიორი შეტევას შეცვლის თუ არა. გამორიცხული არაა, 17 წლის ტალანტი, ედნრიკი ტურნირზე სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდეს.
ურთიერთშეხვედრები
პარაგვაი და ბრაზილია კოპა ამერიკაზე ერთმანეთს 31-ედ ხვდებიან. 7 მატჩი პარაგვაიმ მოიგო, 11 ფრედ დასრულდა, 13-ში ბრაზილიამ იმარჯვა. ბოლო შეხვედრა, რომელიც მეოთხედფინალში 2019 წელს გაიმართა, უგოლო გამოვიდა, პენალტების სერიაში კი "სელესაომ" მოიგო (4-3).
კოპა ამერიკაზე მათი ბოლო 5 მატჩი ასეთია:
ბრაზილია 0-0 პარაგვაი (2019)
ბრაზილია 1-1 პარაგვაი (2015)
ბრაზილია 0-0 პარაგვაი (2011)
ბრაზილია 2-2 პარაგვაი (2011)
ბრაზილია 1-2 პარაგვაი (2004)
საინტერესო ფაქტები (OPTA)
- პარაგვაის ბრაზილიასთან კოპა ამერიკაზე ბოლო 5 მატჩიდან არცერთი არ წაუგია (1 მოგება, 4 ფრე). ეს "სელესაოს" წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდისგან ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია - ბრაზილიასთან უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ არგენტინას აქვს, რომელმაც 1923-1946 წლებში მათ წინააღმდეგ ზედიზედ 8 მატჩი არ წააგო (7 მოგება, 1 ფრე). პარაგვაელებს მსგავსი შედეგი 1963-1983 წლებშიც ჰქონდათ (2 მოგება, 3 ფრე).
- პარაგვაიმ და ბრაზილიამ კოპა ამერიკაზე ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშეს. აღნიშნული ტურნირის ისტორიაში ეს შედეგი ორ გუნდს შორის ყველაზე მეტია.
- ბრაზილიამ პირველ ტურში კოსტა რიკასთან 695 პასი გააკეთა - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ნაკრებმა.
- პარაგვაელმა ხულიო ენსისომ კოლუმბიასთან მატჩში 11 დრიბლინგი განახორციელა, რაც წლევანდელ კოპა ამერიკაზე საუკეთესო შედეგია (ამდენივე დრიბლინგი ჰქონდა კოლუმბიელ რიჩარდ რიოსს). ენსისომ 6 დრიბლინგი წარმატებით დაასრულა, რითაც მხოლოდ რიოსს (8) ჩამორჩება.
- ბრაზილიელმა დანილომ პირველ ტურში ყველაზე მეტი (21) ხაზების გამრღვევი პასი გააკეთა. მან 8 გადაცემა მოედნის ბოლო მესამედში განახორციელა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები
ბრაზილია: ალისონი; არანა, მარკინიოსი, მილიტაო, დანილო; გიმარაესი, გომესი; ვინისიუსი, პაკეტა, რაფინია; როდრიგო
პარაგვაი: მორინიგო; ესპინოსა, ალდერეტე, ბალბუენა, ველასკესი; კაბალიერო, კუბასი, ვილიასანრი; ენსისო, არსე, ალმირონი
ბრაზილია: ალისონი; არანა, მარკინიოსი, მილიტაო, დანილო; გიმარაესი, გომესი; ვინისიუსი, პაკეტა, რაფინია; როდრიგო
პარაგვაი: მორინიგო; ესპინოსა, ალდერეტე, ბალბუენა, ველასკესი; კაბალიერო, კუბასი, ვილიასანრი; ენსისო, არსე, ალმირონი
მატჩის არბიტრები
მთავარი მსაჯი: პიერო მასა (ჩილე)
ასისტენტები: კლაუდიო ურუტია და მიგელ როჩა (ჩილე)
მეოთხე რეფერი: მაურიციო მარიანი (იტალია)
VAR: ხუან ლარა (ჩილე)