კოპა ამერიკას პირველი ნახევარფინალური წყვილი და მატჩის გამართვის დრო ცნობილია
ცნობილი გახდა კოპა ამერიკაზე გასამართი პირველი ნახევარფინალის წყვილები.
პირველ ½-ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ბრაზილიისა და პერუს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მეოთხედფინალურ მატჩში ბრაზილიამ მინიმალური ანგარიშით ჩილეს მოუგო - 1:0. ერთადერთი გოლი მატჩის 46-ე წუთზე ლუკას პაკეტამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ბრაზილია 10 კაცით ასრულებდა, რადგან გაბრიელ ჟეზუსმა მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
მეორე მეოთხედფინალში კი ერთმანეთს და პარაგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გადამწყვეტი პენალტი მიგელ ტრაუკომ გააცუდა და პერუს შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება მისცა.
ნახევარფინალური მატჩი ბრაზილია - პერუ 7 ივლისს გაიმართება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ამ ტურნირზე, ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაუპირისპირდა. ბრაზილიამ ალექს სანდროს, ნეიმარის, ევერტონ რიბეიროს და რიჩარლისონის გოლებით, 4:0 იმარჯვა.
დანარჩენი მეოთხედფინალური დაპირისპირები კი გამთენიისას, 4 ივლისს გაიმართება. ურუგვაის ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდება, არგენტინა კი - ეკვადორს.