კოპა ამერიკის მეოთხედფინალები იწყება: არგენტინა 🆚 ეკვადორი | პრევიუ
ხვალ, გამთენიისას, თბილისის დროით 05:00 საათზე კოპა ამერიკის მეოთხედფინალები იწყება - პირველ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.
არგენტინის სავარაუდო XI: ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; დე პოლი, პარედესი/ფერნანდესი, მაკ ალისტერი; მესი/დი მარია, ალვარესი/ლა. მარტინესი, გონსალესი.
არგენტინელები მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან: "ალბისელესტეს" ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ლაუტარიო მარტინესი ჰყავს (4 გოლი) და ჯერ გოლი არ გაუშვია. ლიონელ სკალონის გუნდი ზედიზედ მეორე ჩემპიონობას უმიზნებს. ამასთან, ნაკრები ლიონელ მესის დაბრუნებას უცდის, რომელმაც ტრავმის გამო პერუსთან ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრა გამოტოვა.
საპირისპიროდ, ეკვადორი კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. მათ ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მექსიკის წინააღმდეგ საკმაოდ გაუჭირდათ, მაგრამ მეოთხედფინალის საგზური ფრითაც მოიპოვეს. მოისეს კაისედო შესანიშნავ ფორმაშია და ამასთან, ნაკრებს კენდრი პაესის იმედი აქვს, რომელიც, ასაკის მიუხედავად, გუნდს ლიდერობს.
არგენტინა და ეკვადორი კოპა ამერიკის ისტორიაში ერთმანეთს 16-ჯერ დაუპირისპირდნენ და აღსანიშნავია, რომ ეკვადორელებს მათ წინააღმდეგ არასდროს მოუგიათ (11 წაგება, 5 ფრე). ეს გუნდები ფლეიოფში ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 2021 წელს გამართული მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.
არგენტინის სავარაუდო XI: ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; დე პოლი, პარედესი/ფერნანდესი, მაკ ალისტერი; მესი/დი მარია, ალვარესი/ლა. მარტინესი, გონსალესი.
მწვრთნელი: ლიონელ სკალონი.
ეკვადორის სავარაუდო XI: დომინგესი; ურტადო/პრესიადო, ტორესი, ტენორიო, ინკაპიე; ფრანკო, პაესი, კაისედო, სარმიენტო; გრუესო/როდრიგესი, ვალენსია.
მწვრთნელი: ფელიქს სანჩესი.
მატჩს ურუგვაელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი არბიტრი ანდრეს მატონტე იქნება, ასისტენტები - ნიკოლას ტარანი და მარტინ სოპი, მეოთხე რეფერი - გუსტავო ტეხერა, VAR-ის ოთახში კი ლეოდან გონსალესი იმუშავებს.