ავტორიზაცია

კოპას ისტორიაში პირველი გუნდი - რეალის უცნაური რეკორდი თასის ფინალში

კოპას ისტორიაში პირველი გუნდი - რეალის უცნაური რეკორდი თასის ფინალში
თარიღი 07 მაი 2023, 00:17
კოპა დელ რეის ფინალში „რეალი“ მოედანზე 10 არაესპანელი ფეხბურთელით გავიდა მოედანზე.

ამ წუთებში მატჩის პირველი ტაიმი მიმდინარეობს და მადრიდული კლუბი როდრიგოს გოლით 1:0-ს იგებს.

კარლო ანჩელოტიმ აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ესპანელი ფეხბურთელი დააყენა - დანი კარვახალი.

კოპა დელ რეის ისტორიაში „რეალი“ გახდა პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე 10 უცხოელი ფეხბურთელით გავიდა. ესენი არიან: ტიბო კურტუა, დავიდ ალაბა, ედერ მილიტაო, ედუარდო კამავინგა, ტონი კროოსი, ფედე ვალვერდე, ორელიან ჩუამენი, ვინი ჯუნიორი, როდრიგო, ბენზემა.