კრაუჩი: "კეინს შეუძლია რეალში წავიდეს და ტიტულები მოიგოს ან ლონდონში ძეგლი დაუდგან"
"ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელი, პიტერ კრაუჩი ჰარი კეინის "რეალში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, თუ "ტოტენჰემში" რაღაცას მოიგებ, ეს 10-ჯერ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე "რეალში" წასვლა და იქ რაღაცის მოგება. ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია და საუკეთესოს იმსახურებს, ამიტომაც ვერავინ ურჩევს, სად უნდა გადავიდეს და სად არა".
"მაგრამ ვფიქრობ, ჰარის ესმის: "ტოტენჰემთან" ერთად მოგებული ერთი ტიტული შეიძლება უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე სხვა ქვეყანაში რეგულარული ჩემპიონობა. ამავდროულად, თუ "ტოტენჰემიდან" არ წავა და კლუბს დიდ გამარჯვებამდე მიიყვანს, სტადიონთან ძეგლს დაუდგამენ. ასე არ არის?".
"დეზების" რიგებში მაშინ ვიყავი, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ჩვენთან ვარჯიშობდა. ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა სტაბილურად იტანდა გოლებს. მასში ნამდვილად იყო რაღაც. ორივე ფეხით კარგად თამაშობს და თავისუფალ ზონებს პოულობს, თამაშის სტილით ტედი შერინგემს მაგონებს", - თქვა კრაუჩმა Daily Star-თან ინტერვიუში.