"კრეატივი გვაკლდა და ასეთ დროს მოგება ძალიან რთული" — ლუის ენრიკე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, პსჟ ლორიანს ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩის შემდეგ, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა.
"თუმცა ეს ფეხბურთია და ესეც ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, გავაანალიზოთ და დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ" — განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

