კრიშტიანუ რონალდუ: ფეხბურთში ბევრი წელი აღარ დამრჩა

ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ, ამხანაგურ მატჩში, ირლანდიას დუბლი შეუსრულა და სანაკრებო ფეხბურთში უკვე 130 გოლი დაუგროვდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, პორტუგალიელმა საკუთარ თავზე კომენტარი გააკეთა:
"ფეხბურთში ბევრი წელი აღარ დამრჩა... ამიტომ, უნდა ვისიამოვნო. ფეხბურთი მიყვარს. ყველა მატჩი განსაკუთრებულია. წარმოიდგინეთ: ევროზე, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად - ეს საამაყო შეგრძნებაა... ოცნება, ზუსტად ისე, როგორც 20 წლის ასაკში იყო."
კრიშტიანუმ ირლანდიას 2 ულამაზესი გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 39 წლის რონალდუ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იქნება - ის მხოლოდ თანაგუნდელს, 41 წლის პეპეს ჩამორჩება.
პორტუგალია ევრო 2024-ზე პირველ მატჩს 18 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 4 დღის შემდეგ ისინი თურქეთს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი საქართველოს შეხვდებიან.