კრიშტიანუ რონალდუ: მწვრთნელობას არც განვიხილავ
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს მწვრთნელი ვიქნები. ამას არც განვიხილავ. ალბათ, ფეხბურთთან კავშირი აღარ მექნება.
არ ვიცი, საფეხბურთო კარიერას მალე დავასრულებ თუ არა... მაგრამ, სავარაუდოდ, ალ ნასრი ჩემი ბოლო კლუბი იქნება. აქ ძალიან ბედნიერი ვარ და საუდის არაბეთშიც თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, თამაში გავაგრძელო," - უთხრა კრიშტიანუმ NOW-ს.
რონალდუს ალ ნასრთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.