კრიშტიანუ რონალდუ პეპეს კარიერის დასრულებას ეხმაურება

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ თავისი თანამემამულისა და ყოფილი თანაგუნდელის, პეპეს კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.
"სიტყვებით ვერ აღვწერ, ჩემთვის რამდენს ნიშნავ, მეგობარო.
ერთად ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ უდიდესი მიღწევა - მეგობრობა და ის პატივისცემაა, რომელიც შენს მიმართ მაქვს. შენ უნიკალური ხარ, ძმაო," - წერს კრიშტიანუ.
რონალდუ და პეპე პორტუგალიის ნაკრებში ერთად 2007-2024 წლებში თამაშობდნენ, რეალ მადრიდში კი თანაგუნდელები 2009-2017 წლებში იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 348 მატჩი ჩაატარეს, რაც ორივე მათგანისთვის სარეკორდო მაჩვენებელია - ამაზე მეტი მათ არავისთან უთამაშიათ.