კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა

პორტუგალიის ნაკრებისა და "ალ-ნასრის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი რეკორდის ავტორი გახდა. 
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, გუშინდელი ამხანაგური მატჩი ირლანდიასთან 39 წლის თავდამსხმელისთვის კარიერაში 1226-ე იყო. 
ამის წყალობით კრიშტიანომ ბრაზილიელ მეკარეს როჟერიო სენის გაუსწრო. რონალდუმ ეროვნულ ჩემპიონატებში 698 მატჩი ჩაატარა, თასზე კი 101 მატჩი. 
ბომბარდირის აქტივში ასევე 220 მატჩი საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე და 207 პორტუგალიის ნაკრებშია. 

