კრიშტიანუ რონალდუმ youtube-ის ახალი რეკორდი დაამყარა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ალ ნასრის შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ youtube-ის ანგარიში შექმნა და ვიდეოების ატვირთვა დაიწყო.
აღნიშნული ინფორმაცია თავად 39 წლის ფეხბურთელმა გუშინ გაავრცელა და რეკორდიც მოხსნა — დაახლოებით 1 საათში მას მილიონი გამომწერი შეემატა.
ამ ეტაპზე, რონალდუს არხზე 12 ვიდეო არის განთავსებული და გამომწერების რაოდენობა უკვე 14,5 მილიონია — youtube-მა კრიშტიანუს მილიონი გამომწერის აღსანიშნავად ოქროს ღილაკი გადასცა.