ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს ევრო 2020-ზე ერთპიროვნულად ყველაზე მეტი გოლი გატანილი აღარ აქვს, მაგრამ ბომბარდირთა დავას მაინც ის ლიდერობს

კრიშტიანუ რონალდუს ევრო 2020-ზე ერთპიროვნულად ყველაზე მეტი გოლი გატანილი აღარ აქვს, მაგრამ ბომბარდირთა დავას მაინც ის ლიდერობს
თარიღი 03 Jul 2021, 22:05

ევრო 2020-ს მესამე მეოთხედფინალის შემდეგ, ტურნირის ბომბარდირთა დავაში სიტუაცია ცოტათი შეიცვალა.

აქამდე, ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად, 5 გოლით ლიდერობდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ყველა თავისი გოლი ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა. მისი უახლოესი მდევარი კი ჩეხი პატრიკ შიკი იყო, რომელიც დანიასთან მატჩის შემდეგ, პორტუგალიელს გაუტოლდა, მაგრამ ტურნირს ასევე გამოეთიშა.

ამრიგად, ტურნირზე დარჩენილებიდან, რონალდუს და შიკის უახლოესი მდევარი დანიელი კასპერ დოლბერგი და ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი არიან, რომელთა ანგარიშზეც 3-3 გოლია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად თანაბარი რაოდენობის გოლებისა, ბომბარდირთა დავაში ლიდერობას რონალდუ ინარჩუნებს, რადგან 5 გოლის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაც აქვს მითვლილი.

1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 5 გოლი, 1 ასისტი

2. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) – 5 გოლი

3. კარიმ ბენზემა (საფრანგეთი) – 4 გოლი

3. ემილ ფორსბერგი (შვედეთი) – 4 გოლი

3. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 4 გოლი

6. ჩედრან შაქირი (შვეიცარია) – 3 გოლი, 1 ასისტი

7. კასპერ დოლბერგი (დანია) – 3 გოლი

7. რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი) – 3 გოლი

7. ჰარის სეფეროვიჩი (შვეიცარია) – 3 გოლი

7. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 3 გოლი