ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს პულსის მაჩვენებლების სქემა პენალტების სერიისას

კრიშტიანუ რონალდუს პულსის მაჩვენებლების სქემა პენალტების სერიისას
თარიღი 03 ივლ 2024, 21:06
ფიტნესსათვალთვალო აპლიკაციის, WHOOP-ის მიხედვით, სლოვენიასთან მატჩში, პენალტებიის სერიაში თავისი დარტყმის განხორციელებამდე, კრიშტიანუ რონალდუს გულისცემამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ პორტუგალიელის პულსის მაჩვენებელი მაქსიმალურ დონეზე ავიდა.

ნერვებმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუმ გადამწყვეტ მომენტში სიმშვიდე შეინარჩუნა, თანაც იმის ფონზე, რომ 105-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაფუჭებული ჰქონდა.


პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში, 5 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
temo
ტოპ კომენტარი
0
04 ივლ 2024, 09:22
კარგია პულსს რო უსინჯავენ მოედანზევე, პენსიონერი კაცია და ემანდ გული არ გაუსკდეს და არ გაჭიმოს ფეხები.