ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი ალ ნასრის აკადემიაში ჩაირიცხა

კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი ალ ნასრის აკადემიაში ჩაირიცხა
თარიღი 19 ოქტ 2023, 22:52
კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი „ალ ნასრის“ აკადემიაში ჩაირიცხა.

13 წლის ფეხბურთელი დღეს „ალ ნასრის“ 13 და 15-წლამდელთა ფეხბურთელი გახდა. მამას მსგავსად, ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სავარაუდოდ, რონალდუს შვილი პირველ მატჩს „ალ ნასრის“ U13-ში უკვე პარასკევს გამართავს.

კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრის“ ფეხბურთელი გასულ ზამთარს გახდა და საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 10 გოლი გაიტანა.