ავტორიზაცია

კრიშტიანუ უმცროსი ორი წლით თავისზე დიდებთან ერთად ივარჯიშებს და 7-ნომრიან მაისურს მოირგებს

კრიშტიანუ უმცროსი ორი წლით თავისზე დიდებთან ერთად ივარჯიშებს და 7-ნომრიან მაისურს მოირგებს
თარიღი 20 ოქტ 2023, 23:25
როგორც ცნობილია, „ალ ნასრის“ ასაკობრივ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს შვილი, კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი ჩაირიცხა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრიშტიანუ უმცროსი 15-წლამდელთა გუნდთან ერთად ივარჯიშებს, მიუხედავად იმისა, რომ „ალ ნარს“ 13-წლამდელთა გუნდიც ჰყავს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ კვირაში შეუდგება და „ალ ნასრის“ 15-წლამდელთა გუნდში მამის ცნობილ 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.