ავტორიზაცია

კრისტალ პალასის ფეხბურთელმა ჭადრაკის ტურნირი მოიგო

კრისტალ პალასის ფეხბურთელმა ჭადრაკის ტურნირი მოიგო
თარიღი 06 May 2025, 12:49
კრისტალ პალასის შემტევი ნახევარმცველი, ებერიჩი ეზე ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული ტურნირი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 26 წლის ფეხბურთელმა ოქროს მედალთან ერთად 15 ათასი გირვანქა სტერლინგი მოიგო.

ებერიჩი ეზემ მიმდინარე სეზონში კრისტალ პალასის მაისურით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემა გაიფორმა.