ავტორიზაცია

კრისტალ პალასმა ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო

კრისტალ პალასმა ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო
თარიღი 17 May 2025, 22:09
2024/25 წლების ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული კრისტალ პალასი გახდა — ლონდონელებმა ფინალში მანჩესტერ სიტი 1-0 დაამარცხეს.

ფინალური დაპირისპირება ტრადიციულად უემბლიზე ჩატარდა და ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-16 წუთზე გოლი ებერეჩი ეზემ გაიტანა და ტიტულთან ერთად გუნდს ევროპა ლიგის საგზურიც მოუპოვა.



აღსანიშნავია, რომ კრისტალ პალასი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მესამედ გავიდა და ტიტული პირველად მოიგო.