ავტორიზაცია

კრისტალ პალასს მალე ახალი თავკაცი ეყოლება

კრისტალ პალასს მალე ახალი თავკაცი ეყოლება
თარიღი 24 Oct 2024, 17:31
ლონდონური კრისტალ პალასი სერიოზულ კრიზისშია. ოლივერ გლასნერს ძალიან ცოტა დრო აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად. პალასი გასავარდნ ზონაშია, გუნდს 8 შეხვედრაში 0 მოგება და 3 ფრე აქვს ნათამაშები. ასევე, ლონდონელებს ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი: მხოლოდ 5. კლუბის ისტორიაში ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი 1992 წლის შემდეგ.

ამის გამო კრისტალ პალასის მესვეურები უკვე არჩევენ ახალ კანდიდატს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი, გარეთ საუთგეიტია.

ავსტრიელ მწვრთნელს დრო ნოემბრის შუამდე მისცეს და ვითარება თუ არ შეიცვლება დიდი შანსია, გლასნერის ნაცვლად გუნდი მიდლსბროს ყოფილმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

საუთგეიტი ბოლოს კლუბში 2009 წელს მუშაობდა. მას შემდეგ ის ჯერ ინგლისის ახალგაზრდულ, შემდეგ კი ძირითად გუნდს წვრთნიდა. ინგლისელი არ მალავს საქმეში დაბრუნების სურვილის და არის იმის დიდი ალბათობა, რომ პალასს სწორდ გარეთი გაწვრთნის.