კრისტიან ძაკარდო: კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე იმედიანად ვარ
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"შესაძლოა, მიკერძოებული ვარ, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, ხვიჩა ყოველთვის კარგად თამაშობს. ნაპოლი ახლა ჩემპიონატის ლიდერია, სოლიდური გუნდია და თავს შესანიშნავად იცავს - როცა კონტეს გუნდი გოლს იტანს, შემდეგ მათთვის გოლის გატანა ძალიან რთულია. ვფიქრობ, კვარაცხელიაც კარგ სეზონს ატარებს. ხვიჩამ სკუდეტო პირველივე მცდელობით მოიგო, რაც საოცარი ფაქტია. გამორჩეულ ბიჭზე ვლაპარაკობთ, რომელიც ტოპ ფეხბურთელია. მომავალი მის მხარესაა. იმ თვისებებით, რაც გააჩნია, დარწმუნებულიი ვარ, ხვიჩას კიდევ შეუძლია ზრდა და გაუმჯობესება.
კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე იმედიანად ვარ.
საქართველოში ბევრი ტალანტია, მათ შორისაა ერთი ბიჭი, რომელიც 2009 წელს დაბადებულია. ის ძალიან კარგად თამაშობს, თანაც ხვიჩას პოზიციაზე. დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ."
შეგახსენებთ, სწორედ ძაკარდო იყო ის ადამიანი, რომელმაც ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს შუამავლობა გაუწია. იტალიელი აგენტი ახლა მამუკა ჯუღელის ერთ-ერთი თანაშემწეა.
რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტს: სიტუაცია უცვლელია - ნაპოლი ფეხბურთელს ხელფასის სახით €6 მილიონამდე სთავაზობს, მამუკა ჯუღელი კი €8 მილიონს ითხოვს. მხარეები ვერ თანხმდებიან გამოსასყიდ თანხაზეც, რადგან იტალიურ კლუბს კონტრაქტში €100 მილიონის ჩაწერა სურს, ქართველის წარმომადგენლები კი მხოლოდ €80 მილიონზე არიან თანახმა.