კრისტიან ერიქსენი დანიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა

დანიის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სერბეთის ნაკრებთან მატჩში (0:0) მიიღო მონაწილეობა.
Opta-ს ცნობით, ეს 32 წლის ნახევარმცველისთვის ეროვნულ ნაკრებში 133-ე მატჩია.
ის ამ მაჩვენებლით ახალი რეკორდსმენი გახდა. კრისტიანმა სიმონ კიაერის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 132 მატჩი აქვს ჩატარებული.