კრისტოფერ ნკუნკუს ჩელსიდან წასვლა სურს

ლონდონის ჩელსის ფრანგი შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ, შესაძლოა, ზაფხულში სხვა კლუბში ვიხილოთ.
ფრანგმა ფორვარდმა სტენ
მფორდ ბრიჯზე თავი ვერ დაიმკვიდრა და უკვე 2 სეზონია, ჩელსის სათადარიგო ფეხბურთელად მიიჩნევა.
არაა გასაკვირი, რომ ნკუნკუს წასვლა უნდა. მოთამაშემ საფრანგეთის ნაკრებშიც დაკარგა ადგილი. თან ისიც უნდა ითქვას, რომ ნკუნკუმ ბუნდესლიგაში 47 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო პრემიერ ლიგაში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.
ენცო მარესკა ფრანგს დიდად არ სწყალობს და ნკუნკუ, სავარაუდოდ, ჩელსის მაისურით ბოლო სეზონს ატარებს.